ქალ ფეხბურთელთა გუნდმა "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის "კლუჟი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მოპოვებული გამარჯვების შედეგად, ლანჩხუთელები ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.
მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.
"ლანჩხუთის" მომდევნო მეტოქის ვინაობა 24 ნოემბერს, წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.